Робота для біженців з України
საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"კავკასიის ავტოიმპორტი", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კავკასიის ავტოიმპორტი" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ. https://cai.ge/ | https://www.facebook.com/CAIGeo | https://www.linkedin.com/company/caucasus-auto-import

გაყიდვების პროაქტიული გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში, რუსთავში, საბითუმო გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ, რომელიც:

** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
** დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან
** იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
** მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
** მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.self.ge/s/Hdt7

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე