დასახელება:
სასამართლო დავების იურისტი
|
მომწოდებელი:
პაშა ბანკი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"პაშა ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სასამართლო დავების იურისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 ივლისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
** საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
** პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოადგინოს ბანკი სასამართლოში/აღსრულების ეროვნულ ბიუროში/არბიტრაჟში (მოამზადოს დავა სასამართლოს/არბიტრაჟის/აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის);
** მოამზადოს დავის გადაწყვეტის სტრატეგია. მართოს სასამართლო/საარბიტრაჟო/აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავები;
** სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, განცხადებების მომზადება; ბანკის ინტერესების დაცვა აღსრულების პროცესისას;
** უახლესი სასამართლო პრაქტიკის გაზიარება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა ბანკის ბიზნეს პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი სამართლის მიმართულებით; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით).
** სამუშაო გამოცდილება: სასამართლო დავების იურისტის გამოცდილება საბანკო ან საფინანსო ინსტიტუტიდან;
** უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
ტექნიკური ცოდნა და უნარები:
** ბანკსა და საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული დავის სპეციფიკაციების ცოდნა;
** მოქმედი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** სამართლებრივი წერის კარგი უნარი;
** სასამართლო დავასთან დაკავშირებული რისკები გამოვლენის და მათი გადაწყვეტის გზები შემუშავების უნარი;
** წინასწარ და დავის მიმდინარეობის პროცესში დავის გადაწყვეტის სტრატეგიის მომზადების უნარი;
** სასამართლო დავების სათანადოდ და დამოუკიდებლად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: career@pashabank.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|