დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე სასაწყობე მეურნეობის მოწყობა-ორგანიზება;
** საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;
** საჭირო რესურსების (ინვენტარი და ა.შ.) განსაზღვრა;
** მომარაგების პროცესის დაგეგმვა;
** სასაწყობე მარაგების ნაშთების კონტროლი და შეკვეთის საჭიროების განსაზღვრა;
** მომარაგების პროცესის დოკუმენტაციის დროული, სწორი წარმოება და კონტროლი;
** საქონლის მიღება, დახარისხება და დასაწყობების უზრუნველყოფა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** საწყობში შემოსული და გასული საქონლის ელექტრონულად აღრიცხვა;
** დაზიანებული საქონლის იდენტიფიცირება და ჩამოწერა შესაბამისი პროცედურების მიხედვით;
** ყოველი თვის ბოლოს საწყობიდან გახარჯული საქონლის ჩამოწერა მშენებლობის მენეჯერთან და ტექნიკურ განყოფილებასთან შეთანხმებით;
** მიღებული სასაქონლო ზედნადებების შემოწმება-დადასტურება;
** შიდა გადაზიდვის დარეგისტრირება შემოსავლების სამსახურის ელ. გვერდზე (rs.ge);
** სასაწყობე ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა;
** სასაწყობე ტერიტორიაზე უსაფრთხოების/გარემოს დაცვის და ხარისხის (დასაწყობების მიმართულებით) ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);
პირადი უნარ-ჩვენები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
** ტერიტორიული მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი
** ანაზღაურება: ფიქსირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2025 წლის 3 ივლისისა. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|