დასახელება:
სტომატოლოგ-ორთოპედი
|
მომწოდებელი:
რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"რიხტერის კლინიკა" ეძებს პროფესიონალ სტომატოლოგ-ორთოპედს, რომელსაც აქვს თანამედროვე მეთოდებით მუშაობის გამოცდილება და სურვილი, განვითარდეს ინოვაციურ კლინიკურ გარემოში.
მდებარეობა: 68ა ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით/პროცენტული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების ორთოპედიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
** ციფრული და ტრადიციული ანაბეჭდების აღება
** მუდმივი და მოძრავი პროთეზების დაგეგმვა და ჩატარება
** ლაბორატორიასთან კომუნიკაცია და ხარისხის კონტროლი
** მკურნალობის გეგმების შედგენა და პაციენტთან დეტალური განხილვა
** მუშაობა კლინიკის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობით
სავალდებულო მოთხოვნები:
** სტომატოლოგიის დიპლომი და ორთოპედიის სერტიფიკატი
** შესაბამისი ლიცენზია
** ინგლისური ენის ცოდნა
** კლინიკური მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი
** კომუნიკაციის მაღალი უნარი და პასუხისმგებლობიანი მიდგომა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@richters.ge
|
|
|
|