Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: თავისუფალი ხედვის აკადემია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და მარკეტინგული კვლევების მენეჯერი

"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და მარკეტინგული კვლევების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 09:00-18:00 სთ

სამსახურებრივი მოვალეობა:

** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა
** სოციალური არხების კონტენტ კალენდრის მომზადება
** სოციალური არხების კონტენტის შექმნა (Copywriting) და განთავსება
** სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი
** ქართული ენის მართლწერის წესების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა.

2. პროფორიენტაციის კოორდინატორი

"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პროფორიენტაციის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 09:00-18:00 სთ

სამსახურებრივი მოვალეობა:

** პროფესიული ორიენტაციის ხასიათის შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება; სასწავლებლის პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;
** აპლიკანტთა, მათ შორის, შშმ და სსსმ პირთა რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა;
** პროფესიული სტუდენტებისთვის მათი უფლებების გაცნობა და დაცვის უზრუნველყოფა;
** არასრულწლოვანი აპლიკანტების/პროფესიული სტუდენტების კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის წარმართვა;
** სწავლის დაწყების მომენტიდან, პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციის ხელშეწყობა სასწავლო გარემოსთან;
** პროფესიული სტუდენტებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შესახებ ინფორმირება და სერვისების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროფესიული სტუდენტების ინიციატივების ხელშეწყობა;
** პროფესიული სტუდენტების დასწრების მონაცემების მიხედვით, რეაგირება - პროფესიული სტუდენტის უფლებების და ვალდებულებების გათვალისწინებით ინფორმირებულობა;
** პროფესიული სტუდენტისთვის დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისება, დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სულ მცირე საბაზისო პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის გამართულად ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარი;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;
** პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტალურობა.

3. სწავლების, განვითარების და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობის მენეჯერი

"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სწავლების, განვითარების და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 09:00-18:00 სთ

სამსახურებრივი მოვალეობა:

** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის და სწავლების საუკეთესო პირობები;
** შექმნას პროფესიულ სტუდენტზე მორგებული სასწავლო პირობები;
** მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე, ამ მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს აკადემიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.
** განსაზღვროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება რესურსთან, ავტორიზაციის შედეგად განსაზღვრულ კვოტასთან და წარუდგინოს აკადემიის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად;
** იზრუნოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე, რისთვისაც წარუდგინოს დირექტორს შესაბამისი მოთხოვნა;
** უზრუნველყოს სხვა სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი პროფესიული სტუდენტების პირადი საქმის შესწავლა, მისი ჩარიცხვის შესაძლებლობის ანალიზი და მოამზადოს შესაბამისი სამართველბრივი აქტის პროექტი;
** განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე წესდებით და სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებანი;
** უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა შესახებ მიღებული ბრძანებების შენახვა/დაცვას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სავალდებულო - პროფესიული განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია - საგანმანათლებლო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;

4. საბიბლიოთეკო სერვისების განვითარების მენეჯერი

"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საბიბლიოთეკო სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 09:00-18:00 სთ

სამსახურებრივი მოვალეობა:

** წიგნების აღრიცხვა, დამუშავება საერთაშორისო საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვით;
** სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან კავშირების დამყარება;
** საბიბლიოთეკო მომსახურება, კერძოდ, პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლების მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვა;
** წიგნადი ფონდის სრულყოფაზე რეკომენდაციების შემუშავება და დირექტორატისათვის წარდგენა;
** ელექტრონული ბიბლიოთეკის წარმოების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო უმაღლესი და სასურველი პროფესიული განათლება
** ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია - საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;

5. სამეურნეო და უსაფრთხოების მენეჯერი

"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო და უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50

სამსახურებრივი მოვალეობა:

** უშუალოდ ხელმძღვანელობს აკადემიის მთელ სამეურნეო საქმიანობას;
** პასუხისმგებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე;
** პასუხისმგებელია აუდიტორიების, ბიბლიოთეკის, კაბინეტ-ლაბორატორიების, სამედიცინო პუნქტის, სასწავლო-ბაზების, სასადილოს და სხვა ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;
** ხელმძღვანელობს მშენებლობას, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტებს;
** უშუალოდ ხელმძღვანელობს აკადემიის უსაფრთხოების საკითხებს;
** პასუხისმგებელია აკადემიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და წესრიგის დაცვაზე;
** იცავს აკადემიის შენობას და ინვენტარს;
** აკონტროლებს პროფესიულ სტუდენტთა შემოსვლას და გასვლას სტუდენტური ბარათების საშუალებით;
** აკონტროლებს აკადემიაში ვიზიტორების შემოსვლას და გასვლას ერთჯერადი საშვებით;
** სამეურნეო და უსაფრთხოების მენეჯერი, დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფს წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების მონიტორინგს. სამეურნეო და უსაფრთხოების მენეჯერი, პასუხისმგებელია პერსონალური ინფორმაციის დაცვასა და მონიტორინგის სისტემის მხოლოდ მიზნობრივად გამოყენებაზე. სწავლების, განვითარების და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობის მენეჯერის მითითებით, სამეურნეო და უსაფრთხოების მენეჯერი უზრუნველყოფს შეფასების აუდიო-ვიდეო ჩაწერას და მის შენახვას როგორც მტკიცებულების.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია - საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარი;

6. IT სპეციალისტი

"თავისუფალი ხედვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, თრიალეთის ქ. N50
** სამუშო დრო: 10:00-18:00 სთ

სამსახურებრივი მოვალეობა:

** კომპანიის კომპიუტერული ქსელის მართვა და მისი სისტემური განახლება
** ელექტრონული დოკუმენტების სარეზერვო ასლების დაცვა
** სამუშაო პროცესის დროს კომპიუტერული ტექნიკის მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპიუტერული ტექნიკის სამუშაო პროცესებთან და ინფორმაციის დაცულობასთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა
** თანამშრომლების უზრუნველყოფა ინდივიდუალურად გამოსაყენებელი უახლესი პროგრამებით
** კომპანიის ოფისებს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
** OS ოპერაციული სისტემების: Windows XP, Windows 7, Windows 8.1 Vista, Windows Server ცოდნა
** ქსელის ზოგადი პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office, MS Active directory, DHCP Server, VOIP-პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული ტექნიკის აგებულების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** ტექნიკური სახის პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
** სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

ტელ: 598801280

გთხოვთ თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: freeeduge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე