Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Infinity Ventures Holding
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღება;
** მათი რაციონალური განთავსება და გაცემა;
** საწყობში შეკვეთის მომზადება;
** საჭირო მასალების მოძიება, გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი;

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი 1 ტრაილერის დაცლაზე 100ლ.
სამუშაო ადგილი: ორხევი, ჩანტლაძის 7.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე