დასახელება:
მემწვადე, მცხობელი, ცივების მზარეული, ცხელების მზარეული
|
მომწოდებელი:
რესტორანი ვახტანგური
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
რესტორანი "ვახტანგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მემწვადე, მცხობელი, ცივების მზარეული, ცხელების მზარეული.
გამოქვეყნების თარიღი: 2 ივნისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2 ივლისი
"ვახტანგური" წარმოადგენს ტრადიციული ქართული რესტორნის მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდს, რომელიც 1993 წლიდან ქმნის უნიკალურ გემოებს. რესტორანი ამჟამად განახლებული კონცეფციით თავდაპირველ ლოკაციას უბრუნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ სოციალურ ქსელებში:
Facebook: vakhtanguri`s chebureki
Instagram: @vakhtanguri_s_chebureki
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
უშუალო ხელმძღვანელი: შეფ-მზარეული
ძირითადი მოვალეობები:
** პოზიციის შესაბამისი კერძებისა და სხვა პროდუქტების დამზადება დადგენილი რეცეპტების შესაბამისად;
** პროდუქტის ხარისხისა და მომზადების სისწრაფის უზრუნველყოფა;
** ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა (HACCP) და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის ეფექტური გამოყენება და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამ ან მსგავს პოზიციაზე;
** პოზიციის შესაბამისი ტექნიკური უნარების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, სისუფთავის სიყვარული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: restaurantsstreet@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
|
|
|
|