დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დისკაუნტ დეპო
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი (ვარკეთილი, სუხიშვილის ქ.#45)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სოციალურ მედია ქსელებში არსებული კორპორატიული ანგარიშების გამართული და ეფექტური აქტივობის უზრუნველყოფა; (Facebook, Instargam, linkedIn, TIKTOK)
** დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება, რეფერენსების მოძიება;
** სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება;
** ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
** სოციალურ ქსელში რეკლამის მენეჯმენტი;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დამატებითი უნარები:
** კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი - დისკაუნტ დეპო".
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|