დასახელება:
ლაბორატორიის ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე ქიმიის, ბიოქიმიის, იმუნოლოგიის, ფიზიოლოგიის და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17 (ჯო ენის საუნივერსიტეტო კორპუსი);
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიაში არსებული ხელსაწყო-იარაღების აღწერა, მათი მოვლა და დაცვა;
** აკადემიური ჯგუფის, პროფესორ-მასწავლებლების იმ ხელსაწყო იარაღებით უზრუნველყოფა, რომელიც გეგმიურ ლაბორატორიულ მუშაობას ესაჭიროება.
** ლაბორატორიულ და ექსპერიმენტულ სამუშაოებში ჩართულობა;
** ლაბორატორიული მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოყენებული ხელსაწყო იარაღების სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიის, ან მედიცინის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა)
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ თავს. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 ივნისი.
|
|
|
|