Робота для біженців з України
პრომო-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო-კონსულტანტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პრომო-კონსულტანტი.

სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით (10:00-20:00) სთ.
ანაზღაურება: 1000 ₾
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; 2 ლოკაციაზე:

1. დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზ. N1-გუდვილის ფილიალი;
2. ქავთარაძის ქ. N1 (სითი მოლი) - გუდვილის ფილიალი.

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** გუდვილის ფილიალებში მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახლებზე განლაგება პლანოგრამის მიხედვით;
** ფოტო-რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პერიოდულად დეგუსტაციების, განსაზღვრული სტანდარტებით ჩატარება.
** მომხმარებლისთვის დეტალური, ამომწურავი კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შეთავაზება ;
** მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრომო-კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე