Робота для біженців з України
ამბულატორიული მომსახურების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამბულატორიული მომსახურების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჰერა 2011
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.

"ჰერა 2011" - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმლაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით, ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული მომსახურების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: დაწყება 10:00 დასრულება 17:00
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1375 ლარი;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია;
** პაციენტის ინფორმირება და მომსახურება ეთიკისა და მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და მონაცემების სწორად დაფიქსირება;
** პაციენტების დოკუმენტაციის, მონაცემების სიზუსტის და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება (სასურველია ადმინისტრირების ან სამედიცინო სფეროში);
** კომპიუტერული უნარების - MS office და საბაზისო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მინიმუმ 1 წელი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია და თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hera2011hr@Gmail.com.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე