Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ჰუალინგი, დადიანი, პეკინი, აღმაშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 22 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი - ჰუალინგი; დადიანი; პეკინი; აღმაშენებელი
გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე