დასახელება:
მიმტანი, სერვის-მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პორტა კავკასია ყაზბეგი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
სასტუმრო "პორტა კავკასია ყაზბეგი" მდებარეობს ყაზბეგში, გუდაურიდან 24, 1 კმ-ში. სასტუმროს აქვს ტერასა მთების შესანიშნავი ხედები. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საუნა, საკონფერენციო დარბაზი, ღვინის მაღაზია "მეღვინეობა ხარება"
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. მიმტანი
სამუშაო დრო: ცვლებში
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით;
სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, სტეფან წმინდა (თერგდალეულების ქ. N2);
საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
** სტუმრებისთვის სრულყოფილი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** მენიუს და კერძების ზედმიწევნით ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** FMG საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
2. სერვის- მენეჯერი პოზიცია
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** მაღალ დონეზე სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
** რესტორნის მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა
** ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებლებთან
** შეკვეთების მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** FMG საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: d.khidesheli@portacaucasia.com; და vacancy@winerykhareba.com; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|