დასახელება:
მარაგების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ყვარლის ბაგა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "ახალი ყვარლის ბაგა" (ცხოველთა კომბინირებული საკვების საწარმო) ეძებს გუნდის ახალ წევრს ყვარელში, მარაგების ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ყვარელი
მარაგების ოპერატორის ფუნქციები:
** მარაგების მიღება და განაწილება;
** პროდუქციის მიღება და დოკუმენტაციის შემოწმება;
** მარაგების განაწილება საწყობში და მათი ორგანიზება;
** პროდუქციის გადატანა და ტრანსპორტირების პროცესის მართვა;
** ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების რეგისტრაცია და მონაცემთა განახლება;
** ინვენტარის პერიოდული შემოწმება და დეფიციტის იდენტიფიცირება;
** პროდუქციის ვადის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ჩამოწერა;
** საწყობის მართვა;
** საწყობის ორგანიზება და სივრცის ოპტიმიზაცია;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საწყობის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური აღჭურვილობის მართვა და მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მარაგების მართვის, ლოგისტიკის ან მსგავს პოზიციაზე;
ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამების (მაგ., Word, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა: მარაგების აღრიცხვისა და მონიტორინგის უნარი;
** კომუნიკაციის უნარები: გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელოქტრონულ მისამართზე: hr@redix.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივნისისა.
|
|
|
|