დასახელება:
გარე დივაისების მომმარაგებელი
|
მომწოდებელი:
SmartPaw
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"SmartPaw" შეიქმნა იმისთვის, რომ შინაურ და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჭკვიანი გადაწყვეტილებების საშუალებით გავამარტივოთ.
"SmartPaw" აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ცხოველების ყოველდღიური ცხოვრება შესაძლოა გავხადოთ უფრო სასიამოვნო და სახალისო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.
ჩვენი ტექნოლოგიები და მომსახურებები მოიცავს:
** კვების სისტემებს
** დაბანა-გრუმინგის მომსახურებას
** სეირნობის მიმართულებას
** გასართობ ღონისძიებებს
** სხვა სპეციალიზებულ მიმართულებებს
აღნიშნულ მიმართულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გარე დივასიები - ავტომატური კვების ჭკვიანი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მიუსაფარმა ცხოველებმაც მიიღონ რეგულარული და ხარისხიანი კვება.
ამჟამად, "SmartPaw" აცხადებს ვაკანსიას გარე დივაისების მომმარაგებლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური შემოვლა და გარე კვების დივაისების საკვებით შევსება
** მოწყობილობების მუშაობის შემოწმება და მცირე ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა
** დივაისების სისუფთავის კონტროლი
** ყოველდღიური ანგარიშგება
მოთხოვნები:
** ცხოველებისადმი სიყვარული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა
პირობები:
** ნახევარი განაკვეთი (დილის საათები)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanpawdepot@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|