Робота для біженців з України
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

გიმნაზია "შავნაბადა" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე, 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

** მისამართი: ისანი-სამგორის რ-ნ, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge. სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.

"შავნაბადა" გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე