დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პრიმაქს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპანია "პრიმაქს-ჯორჯია" 2016 წლიდან პოზიციონირებს სამედიცინო აღჭურვილობის სექტორში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი;
** პრეზენტაციების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
** კარიერულად ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass
თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: info@primax-georgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|