Робота для біженців з України
იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: პრიმაქს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "პრიმაქს-ჯორჯია" 2016 წლიდან პოზიციონირებს სამედიცინო აღჭურვილობის სექტორში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა
** ლოჯისტიკურ პროცესებზე კონტროლი
** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლი
** უცხოური ბრენდების დისტრიბუციის გახსნა
** ტენდერებში მონაწილეობის მიღება
** მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ექსპორტის დოკუმენტაციის) სისწორის კონტროლი
** შესყიდვების რეპორტის მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება და/ან მედიცინა)
** იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** უცხოურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
** უცხოეთში ტრენინგების დაფინანსება
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე: info@primax-georgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე