Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი - 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი - 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Keepz
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "ქიფზ.მი" - "Keepz" (https://app.keepz.me/) რომელიც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული გადახდის არხებს, როგორც QR ტერმინალს, რომელიც ტრადიციული ტერმინალის ალტერნატიული გზაა, ასევე დისტანციურ და ონლაინ გადახდებს. Keepz ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციები 100%-ით დაცულია.

ნახევარ განაკვეთზე წარმატებულ და ინოვაციურ გუნდში მუშაობა სტუდენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღის განმავლობაში რამდენიმე საათი თავისუფალი აქვს, წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას როგორც პროფესიული, ისე პირადი განვითარებისთვის თანხის გამომუშავების პარალელურად!

სახელწოდება: 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, გაყიდვების სპეციალისტი

პირობები:

** ადგილმდებარეობა: დისტანციურად, საქმიანობის არეალი - თბილისი
** გრაფიკი: მოქნილი (შეთანხმებით, სასურველი 4საათიანი სამუშაო გრაფიკი)
** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი, ხოლო 2 თვის შემდგომ, წარმატებული კადრები დასაქმდებიან კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე, სადაც ფიქსირებული ანაზღაურება იქნება 800-1000 ლარი + ბონუსი (ჯამში მინიმუმ 1500 ლარი, თუმცა ბონუსის გამომუშავება არ არის შეზღუდული, შესაბამისად შესაძლებლობა გექნებათ გამოიმუშაოთ იმდენი, რამდენიც თავად გსურთ!)

რა იქნება შენი მოვალეობა:

** მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის (მაღაზიები, კაფეები, თონეები, ყვავილები, სილამაზის სალონები და ა.შ) QR გადახდების ტერმინალის პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება ადგილზე მისვლით წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციებზე;
** არსებულ და ახალ მერჩანტებთან (კლიენტებთან) კომუნიკაცია ადგილზე მისვლის გზით და მათთვის QR ტერმინალის გამოყენების უპირატესობების ახსნა,
** QR ტერმინალის გაყიდვებზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აუცილებელია კარიერული განვითარების სურვილი;
** ენერგიული, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: natia@keepz.me
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე