Робота для біженців з України
სხვადასხვა - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ყვარლის ღვინის გვირაბი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ყვარლის ღვინის გვირაბი არის მეღვინეობა ხარებას უნიკალური სივრცე, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოს პრემიუმ ხარისხის ღვინო, დაათვალიერონ რეგიონში უნიკალური არქიტექტურის ღვინის მარანი, მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ თუ ეთნოგრაფიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო.

ჩვენ გუნდში ვეძებთ ახალ წევრებს:

** ქართული სამზარეულოს უნივერსალური მზარეული - ანაზღაურება 3500 - 4000 ლარი;
** მცხობელი რესტორანში - ანაზღაურება 2000-2500 ლარი;
** მემწვადე - ანაზღაურება 2000-2500 ლარი;
** თონეში პურის მცხობელი - ანაზღაურება 2000 ლარი;
** ცხელი კერძების მზარეული - 2500-3000 ლარი;
** რუსულენოვანი გიდი - ანაზღაურება 1500 ლარი;
** ღვინის საფირმო მაღაზიის კონსულტანტი - ანაზღაურება 1200 ლარი
** სოც. მედიის მენეჯერი - ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.


დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმეები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: brand@winerykhareba.com; და vacancy@winerykhareba.com

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - 568 20 20 81.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე