Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "დეკა დეველოპმენტი" რომელიც დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად ეძებს გამოცდილ კადრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი.

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
** უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით);
** შემოსული შეკითხვების აღრიცხვა და პასუხის გაცემა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
** კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება
** გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის მიწოდება
** გაყიდული ბინების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა,
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარები,
** სტრესის მართვის უნარი
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე