დასახელება:
წყალმომ. კანალიზაცია, წყალარინების ქსელ. და სისტ. ინსპექტორი
|
მომწოდებელი:
ლიდერ ექსპერტი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"ლიდერ ექსპერტი" აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების ინსპექტორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით (კანალიზაცია და წყალმომარაგება).
** წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ინსპექტირების ან/და მათზე ზედამხედველობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ან/და ამ მიმართულებით სამშენებლო ან საპროექტო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** Microsoft Office - პროგრამების ცოდნა.
** კანდიდატი არ უნდა იყოს დასაქმებული, შესაძლებელია აკადემიური საქმიანობა.
სამუშაოს აღწერილობა:
** გაუწიოს ობიექტს (წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელებისა და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა;
** უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** გაეცნოს და შეისწავლოს ინსპექტირების ობიექტზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
** დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ ინსპექტირების მეთოდები და პროცედურებში განსაზღვრული თანმიმდევრობითა და დებულებების მიხედვით განახორციელოს ინსპექტირება;
** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების მიღება.
** კონტრაქტის და ტექნიკური დავალების შესწავლა;
** შესრულებულ სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალების შევსების მართებულობა ყოველდღიურ რეჟიმში შენიშვნების, რეკომენდაციებისა და მითითებების ჩაწერით;
** აწარმოოს ინსპექტირების ჩანაწერები: ჩაიწეროს ყველა გადახრა და შეუსაბამობა და გასცეს შესაბამისი მითითებები;
** მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპეტენტურობა;
** ანგარიშების წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: leaderexperts@gmail.com
|
|
|
|