დასახელება:
ინგლისური ენის პედაგოგი
|
მომწოდებელი:
SpeakUp
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"SpeakUp" - "სფიქაფი" წარმოადგენს უცხო ენის სასწავლო ცენტრს, რომელიც დაარსდა 2016 წელს. ჩვენი მიზანია მარტივად, ხალისიანად და ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით შევასწავლოთ ინგლისური ენა მსმენელს. გავაცნოთ მათ ყოველდღიური სასაუბრო და ლიტერატურული ენის კულტურა. ასევე, ავამაღლოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნა, გარკვეულ დონემდე.
მეტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ იხ. ბმულზე: https://www.speakup.ge
ამჟამად ვეძებთ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ხალისიან გუნდს ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული / ნახევარი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, კვრტ 5, კორპ 1ა.
** ვაკანსია ვალიდურია თარიღამდე: 1 ივლისი, 2025.
** ხელფასი: 1000-დან 2000 ლარამდე.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოთხოვნები:
აუცილებელია:
** იცოდეთ ინგლისური C1 დონეზე;
** მინ. 1 წლიანი გამოცდილება ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე;
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობისთვის;
** იმუშაოთ მინიმუმ 5 ჯგუფთან. (ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები)
** იმუშაოთ მინიმუმ 1 საღამოს ჯგუფთან. (19:00 საათის შემდეგ)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები Microsoft Word, Excel, PowerPoint, Google Drive - სამომხმარებლო დონეზე.
** Goole Meet, ZOOM, Microsoft Team და სხვა ონლაინ სასწავლო პლატფორმების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
მიენიჭება უპირატესობა:
** თუ თქვენ გაქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი C1.
** საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებას;
** რუსული ენის სწავლების გამოცდილებას;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას;
** ბიზნეს ინგლისურის სწავლების გამოცდილებას;
** IELTS - სწავლების გამოცდილებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** სპეციალურ ტრენინგებს, არსებული სასწავლო პროგრამის ადაპტაციისთვის;
** სწავლებისთვის საჭირო ყველა პირობას;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** სამუშაო პირობების შრომის კოდექსთან აბსოლუტურ შესაბამისობას.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი ჯგუფზე;
** ბონუსური სისტემა.
როგორ ხდება მიღება:
** გასაუბრება, რეზიუმეს მოთხოვნებთან შედარება;
** თქვენ უნდა ჩაატაროთ საცდელი გაკვეთილი.
** 3 თვიანი საცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, გავაფორმებთ 1 წლიან კონტრაქტს.
** საცდელი პერიოდი სრულად ანაზღაურებადია.
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და პიროვნული უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, რეზიუმე PDF ფორმატში ელ-ფოსტაზე: vacancy@speakup.ge.
მოთხოვნებთან შეუსაბამო რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|