Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: აიმ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "აიმ ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობით კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია თბილისსა და რეგიონებში.

კომპანია "აიმ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ასორტიმენტის კარგად ცოდნა;
** გაყიდვების წარმოება და მუდმივად მუშაობა მაჩვენებლის ზრდაზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ავტო მანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია (მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება)
** საკუთარი ავტომობილის ყოლა სასურველია ;

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის, გაყიდვების წარმოების უნარი;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა, ერწოს ქუჩა 11. მეტრო ღრმაღელეს მიმდებარედ;

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass
** ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1500 -2500 ლარი)

სამუშაო განრიგი:

** კვირაში ხუთი დღე.
** საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: aim.hr2021@gmail.com.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი" ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე სამუშაო საათებში: +995 577 44 22 80.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე