Робота для біженців з України
სოციალური მედიის მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
თანდართული ფაილი: 638936_Terms_of_Reference_Media_monitoring_specialist_2__1__2846319.zip
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/
https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, აცხადებს დროებით ვაკანსიას სოციალური მედიის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე (გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ თანდართულ ფაილში, სახელწოდებით "ToR - Social Media Monitoring Specialist").

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ: CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz და წერილში მიუთითონ მომსახურების ღირებულება.

შემოსული განაცხადების მიღების ვადაა: 2025 წლის 12 ივნისი, 18:00.

შენიშვნა:

CCRG არ პასუხობს სატელეფონო ზარებს ვაკანსიისა თუ ტენდერის შესახებ.

განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიან ვადის გასვლიდან 3 დღის განმავლობაში.

CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე