Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე სანაყინე კიოსკებში.

ადგილმდებარეობა: გლდანი
სამუშაო გრაფიკი: სრული 40 საათი, 5/2;
სახელფასო ფონდი: 850ლ + საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის წარდგენა და რეალიზაცია;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** დღისა და საღამოს ცვლაში შერეულად მუშაობის შესაძლებლობა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა;
** სტაბილური დასაქმებისა და განვითარების სურვილი.

გთავაზობთ:

დასაქმებას მზარდ-სტაბილურ კომპანიაში, პროფესიული ზრდის, სწავლებისა და დაწინაურების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე