Робота для біженців з України
სუპერვაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: White Sails Residential Hotel
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
სასტუმრო "White Sails Residential Hotel" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ბათუმში.

"White Sails Residential Hotel" ბათუმში მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, და წარმოადგენს თანამედროვე აპარტ-ჰოტელს, რომელიც იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ისე ხანგრძლივი ან მოკლევადიანი დასვენებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს მიღების განყოფილების ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი და ორგანიზება.
** მიმღები პერსონალის მუშაობის კოორდინაცია, სწავლება და მხარდაჭერა.
** სტუმრების chek in/check out პროცესების მართვა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
** პრობლემური სიტუაციების დროული და ეფექტური გადაწყვეტა სტუმრების კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
** დაჯავშნების, გადახდების, ანგარიშგებებისა და სხვა საოპერაციო საკითხების მართვა PMS სისტემაში.
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება.
** სასტუმროს სტანდარტებისა და პოლიტიკის შესრულების ზედამხედველობა.
** მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება.
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან ერთიანი სერვისის უზრუნველყოფისთვის.
** ცვლის ბოლოს საბალანსო ანგარიშის შემოწმება და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.
** ძირითადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, ელფოსტა, სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა).
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი მიდგომა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1300 ლარი, სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 1500 ლარი.
** სამუშაო დრო: 2/2 (2 დღე სამუშაო 2 დღე დასვენება).
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №5.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: nino.durglishvili@hiro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500 447 029
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე