დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
მწვანე ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპანია "Green Lab" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება - 800-დან 1500 ლარამდე (ყოველთვიურად ზრდადი პრინციპით)
** სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-19:00)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე (პირველი თვის ანაზღაურება 800₾)
მოვალეობები:
** საქონლის მიღება / დასაწყობება
** საწყობში შეკვეთის გამზადება
** პროდუქციის რეგულარული კონტროლი და აღწერა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, თანდართული ფოტოსურათით კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: info@greenlab.ge.
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
|
|
|
|