დასახელება:
აპარტამენტების ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
White Sails Residential Hotel
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
სასტუმრო "White Sails Residential Hotel" აცხადებს ვაკანსიას აპარტამენტების ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.
"White Sails Residential Hotel" ბათუმში მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, და წარმოადგენს თანამედროვე აპარტ-ჰოტელს, რომელიც იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ისე ხანგრძლივი ან მოკლევადიანი დასვენებისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აპარტამენტების მფლობელებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მხარდაჭერა
** სტუმრების chek in/check out პროცესის კოორდინაცია და ბინების მზადყოფნის კონტროლი
** სარეზერვო და დაჯავშნის სისტემებთან მუშაობა და ინფორმაციის დროული განახლება
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი სამსახურის ინფორმირება და პროცესის მონიტორინგი
** ბინების მდგომარეობის პერიოდული ინსპექტირება და დოკუმენტირება
** მფლობელებისა და მენეჯმენტისთვის ანგარიშგებების მომზადება
** საოპერაციო საკითხების დროული გადაჭრა და ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.
** ძირითადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, ელ. ფოსტა, სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა).
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი მიდგომა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი, სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 1200 ლარი.
** სამუშაო დრო: 2/2 (2 დღე სამუშაო 2 დღე დასვენება).
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №5.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: nino.durglishvili@hiro.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500 447 029
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს White Sails Residential Hotel ს/კ 445576458 მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის
თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე info@wsr.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.
|
|
|
|