Робота для біженців з України
გაყიდვების ოფიცერი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების ოფიცერი.

მდებარეობა: ხაშური

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით.

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს 1400 -მდე ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და ენერგიული;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. 2025 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე