დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ქარ რენთი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" ევროპქარის სახელით აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** არსებულ კერძო კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით;
** კერძო კორპორატიული ორგანიზაციების პორტფელის წარმოება;
** ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
** ტენდერების შედეგის მიხედვით რეპორტის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უცხო ენების ცოდნა
** აუცილებელია ავტოსერვისის მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება;
** სასურველია ავტომობილის აგებულების ცოდნა
** აუცილებელია Excel-ის ცოდნა
** აუცილებელია Powerpoint-ის ცოდნა
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1792
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|