დასახელება:
საწარმოს მმართველი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მმართველის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდ დიღომი, დემეტრე თავდადებულის N29
კომპანიის შესახებ:
ჩვენი საწარმო სპეციალიზდება მაღალი ხარისხის ნახევარფაბრიკატების წარმოებაში. ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით, უზრუნველვყოფთ პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და ვქმნით პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს მართვის ეფექტური მოდელის შემუშავება და დანერგვა;
** წარმოების გეგმის შედგენა და მაქსიმალური შესრულების უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესების ორგანიზება და ეფექტური მართვა;
** გუნდის სწორი გადანაწილება სამუშაო პროცესში და მართვა;
** გუნდში პოზიტიური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მათი მონიტორინგი საწარმოში;
** ტექნოლოგიური პროცესების მართვა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა;
** წარმადობის ანალიზი და წარმოების პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიკაცია და ეფექტური გადაჭრა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება წარმოების დაგეგმვისა და მართვის სფეროში (სასურველია კვების მრეწველობაში);
** გუნდის მართვის გამოცდილება და ლიდერული უნარები;
** წარმოების თანამედროვე მართვის მეთოდების ცოდნა;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა;
** ტექნოლოგიური პროცესების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ერთჯერად კვებას,
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით: +995 555 54 00 35.
|
|
|
|