დასახელება:
რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივნისი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე რეპორტინგის განყოფილებაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
** ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
** კომპანიის მხრიდან აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აუდიტის პერიოდში აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მობილიზება;
** ყოველწლიური მენეჯერული რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება SARAS-თან წარდგენის მიზნით;
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადებაში დახმარება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით;
** სხვადასხვა მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუდიტისთვის მიწოდების მიზნით;
** მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის / გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მობილიზება, ანალიზი და შედეგების კომუნიკაცია;
** ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტის მაქსიმალურად ავტომატიზირებაში მონაწილეობის მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, აუდიტის ან/და რეპორტინგის მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების ცოდნა - სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ACCA-ს F2, F3, F7 წიგნები;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა - სასურველია Power Query/Power Pivot ექსელის ჩანართების გამოყენების პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფე.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** გასაუბრება
** ტესტირება Excel-სა და ფინანსებში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 09 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|