Робота для біженців з України
ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე ფინანსური აღრიცხვის და ბიზნეს ანალიტიკის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 16
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** პროგრამაში მატერიალური და არამატერიალური აქტივების რეესტრის შემოწმება;
** პროგრამაში სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა;
** მიღებული და გაცემული სესხების და მასზე დარიცხული პროცენტების აღრიცხვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსები/ბუღალტერია/აუდიტი);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** გასაუბრება
** ტესტირება Excel-სა და ფინანსებში

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 09 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე