Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: დომუს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
Domus Development ეძებს კვალიფიციურ იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივი პროცესების გამართულობას და აქტიურად ჩაერთვება სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებასა და რისკების ეფექტიან მართვაში. იურისტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაში და ითანამშრომლებს როგორც შიდა დეპარტამენტებთან, ისე გარე დაინტერესებულ მხარეებთან.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მხარდაჭერა სამართლებრივი ხასიათის საკითხებში;
** ხელშეკრულებების შედგენა, კორექტირება, პირობების გავლა და შეთანხმება მხარეებთან;
** კომპანიის წარმომადგენლობა მოლაპარაკებებში;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის მხარდაჭერა სამართლებრივ საკითხებში და საჭიროებისამებრ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, და კორექტირება; ბრძანებების შედგენა და კონსულტაციების გაწევა;
** უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, იჯარის, ნარდობისა და სხვა სამართლებრივი გარიგებების მხარდაჭერა (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე);
** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და იურიდიული შეფასება, რისკების გამოვლენა და მართვა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმის წარმოებებში, შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა, მომზადება;
** კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში, სახელმწიფოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთობა;
** მოქმედ კანონმდებლობასთან იურიდიული დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა (სავალდებულო);
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სავალდებულოა);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა (წერა/კითხვა/მოლაპარაკება);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@domusi.com, არაუგვიანეს 2025 წლის 14 ივნისისა. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "Lawyer/Domus 06/25".

კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს დომუს ჯგუფი, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან დაკავშირებით და დასაქმების გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე