Робота для біженців з України
მოლარე კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ვეძებთ მოლარე კონსულტანტს ჩვენს მაღაზიაში წერეთელზე.

რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: mirali.irina@gmail.com

მოვალეობები:

** კლიენტების კონსულტაცია;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** CRM სისტემის შევსება;
** ყოველი დღის ბოლოს ანგარიშის ჩაბარება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დროის მენეჯმენტი, პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კონკურენტულ გარემოში მუშაობის უნარი;
** Word, Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** მარტივი ვიდეოების და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა სოციალურ მედიაში განთავსებისთვის;
** მენეჯმენტის ინსტრუქციების მკაცრი დაცვა.

პირობები:

** ოფიციალური დასაქმება გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ;
** ადგილზე სწავლება და დახმარება რთულ სიტუაციებში;
** კარიერის ზრდის შესაძლებლობა (კომპანია გაფართოებას გეგმავს);
** მეგობრული გუნდი და სასიამოვნო გარემო;
** ადეკვატური მენეჯმენტი, რომელიც თქვენთან ერთ ენაზე საუბრობს;
** კონკურენტული ხელფასი;
** განრიგი: 5/2, 10:00-დან 18:00 საათამდე. (გაითვალისწინეთ, რომ დასვენების დღეები ხშირად არ დაემთხვევა შაბათ-კვირას. გრაფიკს შევადგენთ წინასწარ ყოველთვიურად, მაქსიმალურად თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით)
** ყავა, ჩაი, შესვენება;
** მუშაობა ოფისში, ადგილმდებარეობა - წერეთლის გამზირი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე