დასახელება:
ტუტორი
|
მომწოდებელი:
საერო გიმნაზია შავნაბადა
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.
გიმნაზია შავნაბადა აცხადებს კონკურსს ტუტორის (დამრიგებლის) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
** სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ჩაატაროს სადამრიგებლო საათი და მოსწავლის ასაკის შესაბამისად სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე;
** დაეხმაროს მოსწავლეს სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
** იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
** რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის და მოსწავლის წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
** სასწავლო წლის ბოლოს გაანალიზოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის მიღწევები, მოსწავლის განვითარებაზე შემდგომი დაკვირვების მიზნით;
** აწარმოოს მოსწავლის პირადი საქმე;
** სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე ზრუნვა, როგორიცაა გასვლითი ღონისძიება, ექსკურსია და სხვა.
** ზრუნვა ახალი მოსწავლის კლასში ინტეგრაციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|