Робота для біженців з України
საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;
** გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევების და სირთულეების;
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდთან ერთად;

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი, ჯამური ანაზღაურება 3000-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და კონტროლი.
** შედეგებზე ორიენტაცია;
** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა.
** კომპანიის სერვისების წარმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობა პოტენციურ კლიენტებთან;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 27/06/2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე