დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კავკასფექი
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
შპს "კავკასპაკი" ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.
2010 წლიდან "კავკასპაკ"-მა საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.
დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ამჟამად "კავკასპაკ"ის მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "კავკასპაკ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 (კვირაში 40 საათი)
** გამოსაცდელი პერიოდი: არაუმეტეს 6 თვისა;
** ანაზღაურება: 4500-5000 (net)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აღრიცხვიანობა/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვების პრინციპების ცოდნა; IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** წარმოების სფეროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-კორექტირება;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი, გატარებების სისწორის დადგენა, სხვაობების გამოვლენა, მიზეზებში გარკვევა და გასასწორებლად გუნდისთვის მითითების მიცემა;
** საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისობის დადგენა;
** თვის და წლის დახურვის ოპერაციებში ჩართულობა, დეტალებში გარკვევა/კორექტირება და ანალიზი;
** აქტივების, ვალდებულებებისა და მოთხოვნის ნაშთების კონტროლის ზედამხედველობა;
** კომპანიაში შემუშავებული ფინანსური ანგარიშგების პაკეტის მომზადება ყოველთვიურად და მოთხოვნისამებრ წარდგენა მენეჯმენტისა და მესამე პირებისთვის;
** საბუღალტრო და ფინანსური სურათის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით მენეჯმენტისთვის არსებული მდგომარეობის გაცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება/მართვა, საბანკო პროდუქტების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
** წლიური ბიუჯეტის შესადგენად კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მისაღებად;
** ბიუჯეტის პროექტის წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** გარე ფინანსური აუდიტის პროცესის სრული მართვა და მხარდაჭერა, აუდიტორი კომპანიის შერჩევიდან აუდიტის პროცესის დასრულებამდე;
** აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრა და კომუნიკაცია;
** გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების მონიტორინგი;
** მენეჯმენტის დავალებით სხვადასხვა პროექტების ფინანსური მიმზიდველობის შეფასება და კომპანიის მიმდინარე პროექტებისთვის პერიოდული რეპორტების მომზადება პროექტის განმახორციელებლის და მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაციით ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში მონაწილეობის მიღება;
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** კორპორაციული სატელეფონო პაკეტს;
** FitPass;
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@caucaspack.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 03 ივლისი, 2025 წელი.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკასპაკ"-ი თქვენი კანდიდატურის შესწავლისა და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ შპს "კავკასპაკ"-ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ შპს "კავკასპაკ"-ს.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი შპს "კავკასპაკ"-ი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|