Робота для біженців з України
სახელფასო საკითხების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახელფასო საკითხების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სახელფასო საკითხების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელფასო უწყისების დამუშავება და მომზადება;
** თანამშრომლებზე შესაბამისი მონაცემების და საბუთების შენახვა და შეყვანა ERP (Accurancy) სისტემაში (სახელფასო მოდულთან დაკავშირებული);
** AHT მიღებული წესის მიხედვით თანამშრომლებისთვის მათ შორის, სამედიცინო თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურების გამოთვლა;
** ბუღალტერიისთვის გადასარიცხი ფაილების მომზადება;
** კომპანიაში არსებული ბენეფიტების მართვა ERP სისტემაში (შეყვანა, დროული დარიცხვის გაკეთება);
** სადაზღვევო სიის ყოველთვიური გადამოწმება და სწორი ინვოისების მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** კომპანიაში არსებული წესის მიხედვით ბონუსებისა და პრემიების გამოთვლა და ERP სისტემაში შეყვანა;
** საჭიროებისამებრ მოთხოვნილი რეპორტების აწყობა და გენერირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების ბაკალავრის ხარისხი;
** სამედიცინო ERP პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია SQL-ის ცოდნაც;
** შრომის კოდექსის და სხვა რეგულაციების ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდურ გარემოში თანამშრომლობის უნარი;
** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტის და სახელფასო ინფორმაციის გამოყენების დაცვის მოვალეობა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე