დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პრემიუმ მეტროპოლ ინკ
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი" - www.metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მეგობრული სამუშაო გარემო - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** სექტორულად მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი - 10:00-14:00 სთ;
სამუშაო ადგილი - ბათუმი, ჟ. შარტავას გამზირი N7.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება;
** კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** სტუმრების მიღება/გამასპინძლება;
** მონაცემებისა და დოკუმენტების ასახვა CRM სისტემაში, კორესპონდენციის მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
** კომპანიის მძღოლის გრაფიკების შედგენა/ადმინისტრირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სახის
დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infopmi@metropol.ge და
სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|