Робота для біженців з України
ხინკლის ფორმირების სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხინკლის ფორმირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი!

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი "თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს " დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითი", ნახევარფაბრიკატების წარმოებაში, აცხადებს ვაკანსიას ხინკლის ფორმირების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ გუნდს;

** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** fitpass-ის კლუბის წევრობა დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი
** ანაზღაურებადი შვებულებით და 5 დღიანი DAYOFF-ით

პირობები:

** პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
** ანაზღაურება: გამომუშავებით, საშუალოდ 1000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: 09:00დან 18:00მდე; დასვენების დღე-კვირა

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85, დაგვირეკეთ სამუშაო საათებში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს: https://www.facebook.com/extrameat.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე