Робота для біженців з України
გაყიდვების ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კოპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

ZION დეველოპმენტის ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე Zion.ge.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვების ცენტრის ოპერატორს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დაქვემდებარება: გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, გრაფიკების მიხედვით.
სამუშაო საათები: 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვებში შემომავალ სატელეფონო ზარებსა და Messenger-ში შეტყობინებებზე პასუხი;
** დაინტერესებულ პირებთან გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;
** ყველა ზარის და ვიზიტორის CRM პროგრამაში აღრიცხვა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების წარმოებაში მონაწილეობა;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად ან პირისპირ;
** მომხმარებლებთან შეთავაზებების ელექტრონული ფოსტით, Messenger, WhatsApp, Viber და სხვა საკომუნიკაციო არხებით გაგზავნა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა გაყიდვების ოფისში.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების / დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე