Робота для біженців з України
ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი - ქსელური ობიექტები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი - ქსელური ობიექტები
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. "Anadolu Efes" მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი - ქსელური ობიექტები (Trade Marketing)

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში ქსელური ობიექტებისთვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების ანალიტიკისა და ფინანსური მონაცემების სწორად გაანალიზება;
** გაყიდვების სტრუქტურის და მისი პროცესების ღრმა ცოდნა;
** სარეკლამო მასალების ეფექტურად და მიზანდასახულად განაწილებისათვის შესაბამისი პროცედურებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
** გაყიდვების წერტილებში (POSM) სარეკლამო მასალების განთავსების და განახლების კონტროლი;
** კომპანიის მიზნების შესაბამისი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება;
** სარეკლამო და გაყიდვების სტიმულირების კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** საბიუჯეტო ხარჯების დაგეგმვა, კონტროლი და ანგარიშგება;
** მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების, ლოჯისტიკისა და სხვა შესაბამის გუნდებთან;
** ბაზრისა აქტივობების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა პროცედურებისა და დოკუმენტაციის მკაცრი დაცვა;
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
** პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა ბრენდის კონცეფციისა და ღირებულებების შესაბამისად მოქმედებების უზრუნველსაყოფად;
** სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** მის სარგებლობაში არსებულ კომპანიის საკუთრებაზე პასუხისმგებლობა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (გაყიდვების ან/და თრეიდ მარკეტინგის მიმართულებით, სასურველია FMCG სექტორში);
** MS Office-ის ცოდნა (Excel-სა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
** ინგლისური - B2 საფეხური;
** აქტიური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისის" მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე: http://www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 14 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე