Робота для біженців з України
მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ჰიპერმარკეტთა ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული 8-საათიანი გრაფიკი.
ხელფასი: 2000 ლარი

თანამდებობის ძირითადი ფუნქციები:

** სამზარეულოში საჭირო ინგრედიენტების მიღება და კატეგორიების მიხედვით დასაწყობება.
** პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ინვენტარის დასუფთავება და მუდმივად მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფა.
** კალკულაციის და დადგენილი სტანდარტის მიხედვით სხვადასხვა სახეობის მომზადება
** მზა პროდუქტისთვის საჭირო შიგთავსის მიღება და ხარისხის/ვარგისიანობის შემოწმება.
** პროდუქტის სავაჭრო სივრცეში გასატანად და გასაყიდად მომზადება.
** საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელთან ანგარიშგება ყოველდღიურად.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება/ტრენინგები: საშუალო
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@willmart.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მზარეული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე