Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** პასუხისმგებელია ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ფიზიკურ და ყოველდღიურ მართვაზე;
** მასალების მიღება და გადმოწერა;
** მასალების შენახვა და განლაგება;
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** ინვენტარიზაცია და რეპორტინგი (საწყობის ანგარიშების მომზადება ოფისისთვის).

გრაფიკი და მივლინების საჭიროება:

** ძირითადი ობიექტები თბილისის ტერიტორიაზე;
** ორშაბათი- პარასკევი სრული განაკვეთით, შაბათი - ნახევარი განაკვეთი- მუდმივი ყოფნა ობიექტზე;
** საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი მივლინება რეგიონულ ობიექტებზე.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წელი საწყობის მართვის, ლოგისტიკის ან მასალების აღრიცხვის სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან საინჟინრო სექტორში;
** Excel-ის ან საწყობის პროგრამის ცოდნა, მარაგების აღრიცხვის ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე