Робота для біженців з України
ქსელის მიმართულების კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მიმართულების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -"ინტელკომ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ხელფასი: 3 000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
** საახალწლო პრემიები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები);
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.

ქსელების მიმართულება მოიცავს:

** LAN/WAN ქსელები;
** კორპორაციული WiFi;
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების და ბაზრის ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების მართვა;
** მარაგების და პროდუქტების პორტფელის მართვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტექნიკური უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქსელების მიმართულებით, ქსელის ინჟინრის, PreSales ინჟინრის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
** ქსელური კომუტატორების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ქსელური მარშრუტიზატორების მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** CCNA სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ის ცოდნა (Intermediate Level);
** საჯარო გამოსვლის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ინტელკომ ჯგუფი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "ინტელკომ ჯგუფს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "ინტელკომ ჯგუფი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე