Робота для біженців з України
მორიგე რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მორიგე რეგისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
** რუსული, ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება;
** პორტალზე პაციენტის დაზღვევის შემოწმება;
** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლიუბლიანას N29)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nlife.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე