Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=638732&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: გერმანული სავაჭრო ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერილობა:

შპს "გერმანული სავაჭრო ცენტრი" ბაზარზე ოპერირებს უკვე 7 წელია და მის საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობის სფერო: ავეჯი, სუვენირები, საოჯახო ნივთები

FB გვერდი: https://www.facebook.com/germanulia

ვაკანტური პოზიციის აღწერილობა და ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: მოლარე-კონსულტანტი

ვაკანტური ადგილი: 2

სამუშაო ადგილი: თბილისი, მცხეთის გზატკეცილი (თბილისი მოლიდან 3 კმ-ში)

დასაქმების პირობები:

** სამუშაო განრიგი: 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ფიქსირებული ანაზღაურება 900-1000 ლარის ოდენობით)

დამატებითი სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრენინგები (მუდმივი განვითარება და სწავლა);
** კორპორატიული, მეგობრული და ჯანსაღი გარემო;

სამუშაოს მოკლე აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში განთავსებული პროდუქციის შეთავაზება ყველა მომხმარებლისთვის;
** მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქციების და ახალი კოლექციის მიღების შესახებ;
** გაყიდვების ორგანიზება და მართვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების ზუსტი და სწრაფი შესრულება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ეფექტურად განხორციელება
** დღის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და სალაროს ზოლის კონტროლი
** ინკასაციის პროცესში მონაწილეობა
** სალაროს დოკუმენტაციის წესის დაცვა და გადამოწმება
** ანგარიშსწორებისას მომხმარებლისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

საკონტაქტო ინფორმაცია

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: germanshop.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 6 ივნისი

კანდიდატების შერჩევის პრინციპი

მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია