დასახელება:
IT პროექტების მართვის ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ვაკანსიის დასახელება: IT პროექტების მართვის ჯგუფის უფროსი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.06.2025
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** IT პროექტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელობა, დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, განაწილება, შესრულების კონტროლი;
** ჯგუფის სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
** პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია, რესურსების განსაზღვრა და ოპტიმიზაცია;
** პროექტების ცვლილებების მართვა და სტრატეგიული ადაპტაცია ბანკის საჭიროებებთან;
** ტესტირების პროცესის დაგეგმვისა და შესრულების, ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების უზრუნველყოფა;
** პროექტების მიმდინარეობის შესახებ ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესის, მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი;
** არსებული პროდუქტების/სერვისების განვითარება და დროული ცვლილებების განხორციელება;
** ახალი IT სერვისების/პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა;
** პროექტების და ამოცანების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროექტების მართვის უახლესი ტენდენციების, ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ანალიზი და მათი დანერგვის რეკომენდაციები;
** საკონსულტაციო კომპანიებთან, აუდიტორულ კომპანიებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან და საჭიროებისამებრ სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბანკო პროგრამების ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** IT პროექტების მართვაში გამოცდილება;
** პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და აღწერის გამოცდილება;
** ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პროცესების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL Server ან Oracle), ვებ ტექნოლოგიების საბაზო ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისებისა და გამოყენების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/svOBjrce და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
|
|
|
|